გიგი უგულავამ გამოძიების შეკითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხა. „ევროპული საქართველოს“ წევრმა საქალაქო სასამართლოს შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. გიგი უგულავამ წარმოებულ გამოძიებას გამოცხადებული გაყალბებული ქრონიკა უწოდა.
მისი თქმით, ამბოხების ნაწილში კითხვები არ ყოფილა, არამედ მას შეკითხვები დაუსვეს სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე. უგულავას განცხადებით, ხელისუფლებას სურს, რომ ვარდების რევოლუციასთან პარალელი გაავლოს.
„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გამოძიება საგამოძიებო ნაწილის დონეზე საერთოდ გაუგებრობაშია. ფაქტია, პოლიტიკური ხელმძღვანელებისა და პროკურატურისა და შსს-ის ხელმძღვანელებისგან იძიებენ მისტიურ სახელმწიფო გადატრიალებას. ჩემი პირველი კითხვა გამოძიების მიართ იყო, სახელმწიფო გადატრიალების საქმე საერთოდ არ ახსენეს და ჯგუფური ძალადობს ორგანიზების, 225-ე მუხლზე იყო, როცა დავაზუსტე, ეს სხვა საქმეა, ის სხვა საქმეა, არა ერთი საქმეა, თუმცა მუხლი არ იყო მითითებული. ხელოვნურად არის დაჩეხილი ეს საქმე იმისთვის, რომ და რაღაც გამოყონ, სადღაც მოეჭდიონ, რომ რაღაც გამოუვიდეთ, ხელებს აცეცებენ სიბნელეში, თვითონ არ იციან, რას აკეთებენ, ორკესტრირებულად აქვთ სურვილი, რომ ეს მონათლონ სახელმწიფო გადატრიალებად. მომიწია ისტორიული ექსკურსი ჩამეტარებინა გამოძიებისთვის. ხელისუფლების დაუოკებელი სურვილია, რომ პარალელი გაავლონ ვარდების რევოლუციასთან. ეს გუშინდელი ზვიად ძიძიგურის განცხადებიდანაც ღიად ჩანს, იმდენ უტიფრობასთან გვაქვს საქმე, კაცი, რომელსაც ვერ აკავებდი, ისე შერბოდა პარლამენტში, დღეს ლაპარაკობს, რომ სახელმწიფო გადატრიალებაში მიუღია, თურმე, მონაწილეობა,“ - განაცხადა უგულავამ.
მისი თქმით, ხელისუფლებას უნდა, რომ პასუხისმგებლობა აიცილოს თავიდან და ამისთვის მზად არიან, გადაწერონ ისტორია. გიგი უგულავას განცხადებით, მთავარი შეკითხვაა, 20 ივნისის ღამეს ოპოზიციასა და მთავრობის წევრებს შორის რატომ ჩაიშალა მოლაპარაკება.
„სანამ საქართველოს სახელმწიფოს სახელით პროკურატურა და ხელისუფლება არ გასცემს კითხვაზე პასუხს, ვინ ამოთხარა თვალი მაკო გომურს, სხვა დანარჩენ ადამიანებს, ვინ მოტეხა ხელი თამარ ბაღაშვილს, ვინ გამოიყენა და რატომ გამოიყენეს დათვის ტყვიები, ყველა სხვა დანარჩენი შეკითხვა არის ისრების გადატანის მცდელობა, გაყალბების მცდელობა და საზოგადოების შეურაცხყოფის მცდელობა,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.
ოპოზიციის წევრის თქმით, მას წარუდგენენ ბრალს თუ მოწმის სტატუსი ექნება, არ აქვს მნიშვნელობა, რადგან სიმართლე ვერ შეიცვლება.
„ბრალის წარდგენა - არწარდგენა პროკურატურის მხრიდან ივანიშვილის პირობებში არის პირობითობა. ამ საქმეში ყველა სახელი და გვარი ერთ ქვაბშია ჩაყრილი და იმისდა მიხედვით, რომელი პოლიტიკოსი არ მოეწონება, რომლის განეიტრალება მოუნდება, პროკურატურა ამოწევს გვარს. არაფერს შეცვლის, ვიქნები ამ საქმეზე ბრალდებული თუ მოწმე,“ - განაცხადა უგულავამ.