საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ საუბარი ნაადრევია - ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
დიმიტრი პესკოვის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ქართული საზოგადოება პოლარიზებულია და კვლავ არსებობს რუსოფობიური გამოვლინებები, რუსი ტურისტების დიდი რაოდენობით იქ ყოფნა საშიშროებას წარმოადგენს.
პუტინის პრესმდივანმა კვლავ გაიმეორა, რომ ავიამიმოსვლის შეჩერება იძულებითი ზომა იყო და ვითარების ნორმალიზაციის ნიშნების გაჩენისთანავე რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა გადაწყვეტილება შეცვალოს.