19 ნოემბერი 2024,   01:46
ვრცლად
ზუსტად შესაფერისი დროა, რომ საქართველომ სიგნალი გაგზავნოს, რომ აგრძელებს ევროპულ გზას - გერმანიის ელჩი

ზუსტად შესაფერისი დროა, რომ საქართველომ სიგნალი გაგზავნოს, რომ აგრძელებს ევროპულ გზას - ეს განცხადება „კურიერთან“ საუბრისას გერმანიის ელჩმა გააკეთა. ჰუბერტ კნირში ბათუმში იმყოფება, სადაც საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. გერმანიის ელჩის თქმით, კონფერენციაზე საქართველო ევროპელ პარტნიორებთან ერთად იმყოფება და სწორედ ახლა არის შესაფერისი დრო, რომ გააჟღეროს გზავნილი, რომ ევროპულ გზას აგრძელებს.

„ამ კონფერენციაზე საქართველო თავის ევროპელ პარტნიორებთან ერთად არის და ზუსტად შესაფერისი დროა, რომ სიგნალი გაგზავნოს, რომ აგრძელებს ევროპულ გზას, არის კონსოლიდირებული იმაში, რომ ევროპულ გზაზე საქართველოში კონსესუსია, ევროპელი პარტნიორები კი მიიჩნევენ, რომ უფრო წინ უნდა წავიწიოთ. გვაქვს ასოცირების შეთანხმება, უნდა გავაძლიეროთ სავაჭრო ურთიერთობა, განსაკუთრებით ახლა. როდესაც რუსეთი სავაჭრო თემების პოლიტიზირებას ახდენს,“ - განაცხადა გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ კნირშიმ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები