„გახარია წადი!" - ამ სიტყვებს სკანდირებდნენ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანთან ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მისამართით.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, თამარ ჩუგოშვილს და თამარ ხულორდავას, რომლებიც რესტორანში სადილობდნენ, მომიტინგეები შესაძიხილებით დახვდნენ.
მომიტინგეები რუსეთის პრეზიდენტის განცხადებების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობას აპროტესტებენ.
„ხვალ გახარია არ უნდა გამოდიოდეს საქართველოს სახელით ამ კონფერენციაზე. ისიც კი ვერ გაბედეთ, რომ გეთქვათ, რომ "პუტინო, შენ ხარ ოკუპანტი და ასეთი განცხადებებისთვის დაისჯები," თქვენ არ გაქვთ არანაირი უნარი, შეეწინააღმდეგოთ რუსულ აგრესიას, ამიტომ, ჩვენ არ გვინდა ახალგაზრდა თაობას, მომავალ თაობას თქვენისთანა ხელისუფალი,“ - მიმართეს მომიტინგეებმა „ოცნების“ წევრებს.