„ქვეყანაში არ მიმდინარეობს იმ ტემპით და ისე ეფექტურად ის დემოკრატიული რეფორმები, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დემოკრატიულ ინსტიტუტებს ჰქონდეთ სათანადო ნდობა," - ეს განცხადება სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ნინო ლომჯარიამ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის ვიზიტის შეფასებებისას აღნიშნა, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები უფრო აქტიურად უნდა მიმდინარეობდეს.
"ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ისევ ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ევროპული მომავლისთვის, სასამართლო რეფორმა, რაც მიმდინარეობს და მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, მნიშვნელოვანი იქნება სამართალდამცავი ორგანოების რეფორმა,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია იმართება. საქართველოში ჩამოსულია ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი და ასევე სხვა მაღალი რანგის სტუმრები.