19 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს იქნება თუ არა იუსტიციის საბჭოში არსებული კლანის ფილიალი - ეკა ბესელია მოსამართლეების შერჩევაზე 

ეკა ბესელია, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების მხრიდან, საბჭოს მოსამართლე წევრების მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს იზიარებს. საუბარია ნაზი ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის განცხადებებზე, რომლებმაც დარღვევების გამო, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევის პროცესის შეჩერება მოითხოვეს.

ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებენ, რომ პროცედურა სერიოზული დარღვევების ფონზე მიმდინარეობს. ადგილი აქვს ნეპოტიზმს, რადგან სია ძირითადად საბჭოს მოსამართლე წევრების ნათესავებით არის დაკომპლექტებული და ყველაზე დიდი მხარდაჭერაც სწორედ მათ აქვთ. ჯანეზაშვილი და დოლიძე დარწმუნებულები არიან, რომ პროცესში მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი აქტიურად ერევა და ცდილობს ოცივე კანდიდატი მათთან დაახლოებული პირი იყოს.

„ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატი ამბობს, რომ ახლა გადამწყვეტი სიტყვა პარლამენტმა უნდა თქვას. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა გახდება თუ არა საკანონდებლო ორგანო საბჭოში არსებული კლანის ფილიალი თუ მიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას.

„რა თქმა უნდა მაქვს განცდა, რომ ახლა წინასწარ არის შეთანხმებული იუსტიციის საბჭოს შორის ვის უნდა მისცენ ხმა და ვის არა. მაგრამ აქ არის ერთი მთავარი რამ, პარლამენტი. პარლამენტს აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ ის იქნება ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებელი ნებისმიერი იმ გადაწყვეტილების, რომელიც ეხება თითოეული მოსამართლის არჩევას და მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თუ ის იქნება იუსტიციის საბჭოში არსებული კლანის ფილიალი. ეს არის უსერიოზულესი პოლიტიკური გამოცდა პარლამენტისთვის და ყველას უნდა ესმოდეს რომ ეს ქვეყნის მომავალს ეხება,“-განაცხადა ეკა ბესელიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები