19 ნოემბერი 2024,   02:29
ვრცლად
პოზიცია არ იცვლება, მიუხედავად იმისა რას იტყვის შს მინისტრი - შოთა დიღმელაშვილი

„სირცხვილია“, - პარლამენტის წინ ანტისაოკუპაციო აქცია დაიწყო. მომიტინგეები 22-ე დღეა, შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა აღნიშნა, რომ მომიტინგეები არ შეჩერდებიან, სანამ არ შესრულდება მათი მოთხოვნა - გადადგეს შს მინისტრი.

„პოზიცია არ იცვლება, მიუხედავად იმისა, იქ რას იტყვის (გიორგი გახარია ტვ პირველში მივიდა). ჩვენ პირველი დღიდან ვითხოვთ ერთი და იგივე რაღაცას, არც რედაქტირდება ჩვენი მოთხოვნები, არც რამე ემატება, არც რამე აკლდება,“ - ამბობს დიღმელაშვილი.

მან აკაკი ზოიძეს ბოდიშის მოხდისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა, რადგან დეპუტატმა მომიტინგეებს მოღალატეები და მე-5 კოლონა უწოდა.

შს მინისტრი ამ წუთებში ტვ პირველში იმყოფება, სადაც მას მომიტინგეები საყვირებით დახვდნენ. 

დღის ამბები