19 ნოემბერი 2024,   02:18
ვრცლად
ვნახავთ, როგორ იქნება ეს კადრები გამოყენებული, როდესაც მას ჩვენ პარალელურ კადრს დავადებთ - გახარიას მუქარა მელიას 

შინაგან საქმეთა მინისტრი, ძალადობის ორგანიზებისთვის და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებული ნიკა მელიას ადვოკატის მიერ გავრცელებულ იმ კადრებს ეხმაურება, რომელიც ამტკიცებს, რომ ნიკა მელია არეულობის ნაცვლად მომიტინგეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

გახარია ტვ „პირველის“ ეთერში აცხადებს, რომ აღნიშნული ვიდეომასალა დეპუტატის წინააღმდეგ შემობრუნდება სასამართლოში.

მისი თქმით, შს სამინისტროს აქვს სხვა ვიდეო მასალა, რომელიც დაიდება და რომელიც გახარიას მტკიცებით, საპირისპიროს ასახავს.

მინისტრის განცხადებითვე, აქცია პარლამენტთან 10:00 საათის შემდეგ  ძალადობრივში გადაიზარდა.

გიორგი გახარიას განცხადებით, როდესაც ნიკა მელია მიმართავდა აქციის მონაწილეებს პარლამენტში შეხვედრასთან დაკავშირებით, პარალელურად, სხვადასხვა ფლანგებიდან მიდიოდა ორგანიზებული შტურმი

„ეს კადრები არის სრული ფარსი, ბატონ ნიკანორ მელიას შეუძლია მოძებნოს, თავისი ვერსიები წარმოადგინოს, მაგრამ პირველი - ამ კადრებიდან ჩანს ერთ, რომ ნიკანორ მელია და მის ირგვლივ მყოფი პოლიტიკოსები იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები, რაც ფაქტობრივად მათ, იმის მაგივრად რომ ეგონათ, რომ ეს იქნებოდა მათი სასარგებლო ჩვენება, ვნახავთ, როგორ იქნება გამოყენებული, როდესაც მას ჩვენ პარალელურ კადრს დავადებთ, რომელიც თქვენს ტელევიზიაში გადიოდა.

სიტყვა დარბევა სამართლებრივადაც არ გამოიყენება, იმიტომ, რომ ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია. ეს აქცია 10:00 საათის შემდგომ, გახდა ჩვეულებრივი, სისტემური შტურმი პარლამენტის შენობის ასაღებად. ეს ჩვენმა მაყურებლებმა პირდაპირ ეთერში ნახა.

როდესაც ბატონი ნიკანორ მელია ამას საუბრობს რასაც აკეთებდა, ზუსტად იგივე მომენტში, დაახლოებით 15 წლის განმავლობაში პირდაპირი შტურმი მიმდინარეობდა სხვადასხვა ფლანგიდან,“-ამბობს გახარია.

ამავე თემაზე
დღის ამბები