19 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
"საქართველო მარტო არ არის" - გზავნილი ევროპელი პარტნიორებისგან და ქართულად ამეტყველებული დონალდ ტუსკი 

საქართველო მარტო არ არის - ეს იყო მთავარი გზავნილი, რომელიც ქვეყანამ ევროპელი პარტნიორებისგან მიიღო. ევროპელი ლიდერების შეკრებაზე საქართველოს მხარდაჭერის მთავარ გამოხატულებად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის მიერ ქართულად ნათქვამი ვაჟა-ფშაველას ცნობილი სიტყვები იქცა.

ქართულ ენაზე ვაჟა ფშაველას სიტყვები დონალდ ტუსკმა საკუთრი გამოსვლისას წარმოსთქვა. ყველასთვის მოულოდნელად ქართულად ამეტყველებულმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ციტატა ცნობილი წერილიდან „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“ წაიკითხა. დონალდ ტუსკმა ისაუბრა მომავალზე, რომ ევროკავშირის გაფართოება გარდაუვალია და წარსულზე, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა პოზიტიური მოვლენა იყო.

საზოგადოებრივი პროტესტის და კრიტიკის შემდეგ, დიამეტრალურად განსხვავებული იყო პრეზიდენტის სიტყვა. დღეს ბათუმის კონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ევროპამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების გარდა უნდა გააკეთოს უფრო მეტი და ის სიტყვებთან ერთად მოქმედებას ელოდება.

20 ივნისს ქუჩაში გამოსულ ადამიანებს დღეს სალომე ზურაბიშვილმა არც პარტიული აქტივისტები და არც „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშის მონაწილეები არ უწოდა. პრეზიდენტის სიტყვა „ქართული ოცნების“ გზავნილებისგან სრულიად განსხვავებული იყო.

საქართველოს დეოკუპაცია და ევროატლანტიკური ინტეგრაცია კონფერენციის უმთავრესი თემა იყო. ევროპელი ლიდერები თანხმდებიან, რომ რუსულ აგრესიას ერთად, საქართველოსა და უკრაინის მიმართ მეტი მხარდაჭერით უნდა დაუპირისპირდნენ.

დღეს ბათუმიდან ვლადიმერ პუტინს შეახსენებს, რომ საქართველოს ისტორიას ვერ გააყალბებს, რადგან მსოფლიომ კარგად იცის, ვინ არის ოკუპანტი და ვინ მსხვერპლი.

აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს მიძღვნილი კონფერენცია ბათუმში დღეს გაიხსნა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები