19 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
სპეცოპერაცია ოპონენტების გასანეიტრალებლად - ოპოზიციის ოთხი ლიდერი გამოკითხვაზე დაიბარეს

სპეცოპერაცია ოპოზიციის გასანეიტრალებლად ახალ ფაზაში გადადის - ოთხ ლიდერს დღეს საღამოს შეტყობინება მიუვიდა რომ გამოკითხვაზეა დაბარებული. ერთმანეთის მიყოლებით გახარია კრიმინალურ პოლიციაში იძახებს ხატია დეკანოიძეს, გუბაზ სანიკიძეს, ირაკლი ღლონტს და ბაჩუკი ქარდავას. ოპოზიციის ლიდერები ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დაწყებულ საქმეზე დაიბარეს.

ოპოზიციური პარტიის წევრები მათ გამოკითხვაზე დაბარებას, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ცინიზმს უწოდებენ.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები მზად არიან მივიდნენ გამოკითხვაზე, მაგრამ გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უნდა შედგეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ 20 ივნისის სისხლიან ღამესთან დაკავშირებით, სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.  

Related image„მე გავცემ ყველა კითხვას პასუხს მაგისტრანტ მოსამართლესთან, როგორც გიგი უგულავამ და გიორგი ბარამიძემ ქნა, მაგრამ რეალურად, ყველაზე სასაცილო და ირონიული ეს არის, რომ რა კითხვები უნდა დასვან გუშინ გავრცელებული კადრების შემდეგ, ჩემთვის გაუგებარია და მეორე, თავისთავად, მოცემულობა, როდესაც გახარია, შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც თვითონ უნდა იყოს სისხლის სამართლის დევნის ობიექტი, იძიებს რაღაც საქმეს, რომელიც დაკავშირებულია 20 ივნისთან და გავრილოვის ღამესთან, ეს არის რეალურად, ყველაზე უფრო აბუჩად აგდება ჩვენი საზოგადოების. ამიტომ, ჩემთვის და ყველასთვის ეს მოცემულობა გასაგებია. გახარიას არავითარი ლეგიტიმაცია არ აქვს, რაიმე საქმე გამოიძიოს, განსაკუთრებით, გავრილოვის ღამესთან დაკავშირებული მოვლენა“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ 20 ივნისის ღამეს, თუკი ვინმეს მხრიდან ძალადობა ხდებოდა, ეს სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო იყო.

Image result for ბაჩუკი ქარდავა„საქართველოს დღევანდელი რეჟიმი, ივანიშვილის რეჟიმი, თავისი არა ადეკვატური ნაბიჯების უწყვეტ ჯაჭვს განაგრძობს. 20 ივნისის შემდეგ, ის პირდაპირ გადასულია ძალადობაზე და ახლა ფიქრობს, რომ ოპოზიციური ლიდერების ესე აქტიურად, შინაგან საქმეთა სამინისტროში ტარებით და ამ დაკითხვით რამე შედეგს მიაღწევს? ძალადობა თუ ვინმეს მხრიდან მომდინარეობდა 20 ივნისს, მომდინარეობდა სწორედ გახარიას მხრიდან და მომდინარეობდა სახელმწიფოს მხრიდან, ამ შემთხვევაში, ივანიშვილის ბრძანებით“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

ოპოზიციური პარტიების წევრების გამოკითხვაზე დაბარებას პოლიტიკურ პროცესებს უწოდებს პარტია ”კანონი და სამართალის” გენერალური მდივანი, ირაკლი ღლონტი. მისი თქმით, ის მზად არის ნებისმიერ შეკითხვას უპასუხოს.

„ეს არის პოლიტიკური პროცესი, ეს არის ბრძოლა პირსისხლიანი დაუძინებელი მტრის, რუსეთის წინააღმდეგ. შესაბამისად, ყველანი უნდა ვიყოთ მზად ყველაფრისთვის. მე პირადად, სრულიად მზად ვარ ნებისმიერ პროცესისთვის, განვითარების ნებისმიერი ეტაპისთვის. კითხვები აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას ან სხვას? კი ბატონო. პროკურატურას და შინაგან საქმეთა მინისტრის კი არა, მთელს საქართველოს ვპასუხობ, ეს იყო პოლიტიკური პროცესი, ეს იყო ბრძოლა ოკუპანტის წინააღმდეგ“ - განაცხადა ირაკლი ღლონტმა. 

დღის ამბები