19 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
ხელისუფლება გახდა კრიმინალი, მან გადალახა წითელი ხაზი და ის ახლა უკვე არის უმძიმეს მდგომარეობაში - დავით ჯანდიერი

„ხელისუფლებამ აირჩია კონფრონტაციის გზა და ეს გზა აირჩია ანტიპუტინისტურად განწყობილ ძალებთან,“ - ეს განცხადება, იურისტმა, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა, დავით ჯანდიერმა გააკეთა.

„არჩევანის“ ეთერში საუბრისას, დავით ჯანდიერმა აღნიშნა, რომ 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ ხელისუფლებამ წითელი ხაზი გადაკვეთა და ახლა უმძიმეს მდგომარეობაშია.

„ეს დავალება იყო გაცემული შურისძიების სურვილის მოსაკლავად ჩრდილოეთში გარკვეული ადამიანებისთვის... ხელისუფლება გახდა კრიმინალი, მან გადალახა წითელი ხაზი და ის ახლა უკვე არის უმძიმეს მდგომარეობაში. ჯერ ერთი, ფსიქოლოგიურად წააგო, ის ამას ხვდება და ის ცდილობს ახლა, რომ აჩვენოს, თითქოს, არის ძალიან ძლიერი და მიმიკები, რომელსაც დრეს ვუყურებდით შს მინისტრის სახეზე, იყო ამის დამადასტურებელი. ხელისუფლებამ არ აღიარა დანაშაული და ბოდიში არ მოუხდია დღემდე, რაც გააკეთა,“ - განაცხადა დავით ჯანდიერმა.

ჯანდიერის თქმით, გამოძიება უნდა შეწყდეს, რადგან რეალურად პოლიტიკური ნიშნით დევნა მიმდინარეობს.

"გამამტყუნებელი განაჩენი ამ საქმეზე უბრალოდ არ დადგება იმ მტკიცებულებების ფონზე, რაც საზოგადოებამ იცის," - ამბობს ჯანდიერი.

დღის ამბები