19 ნოემბერი 2024,   01:56
ვრცლად
„საქართველოს ევროპული გზა“ - ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის შემაჯამებელი შეხვედრა იმართება

„საქართველოს ევროპული გზა“ - ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის შემაჯამებელი შეხვედრა იმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, დღევანდელ ღონისძიებაზე სტუმრები ევროკავშირში სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე ისაუბრებენ. კერძოდ, შეხვედრაზე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირთან დაახლოების ისტორიის მაგალითები განიხილება.

„შემდეგი პანელი იქნება, ასე ვთქვათ, რეგიონული ელემენტის მატარებელი, ეს გახლავთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების და ზოგადად, დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის მაგალითი და ისტორია ევროკავშირთან დაახლოებისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მოხდება შედარება, პარალელები. ყველა მოდერატორი, რომელიც ამ დღეებში საუბრობდა კონფერენციის პანელზე შეიკრიბებიან და გააკეთებენ ერთგვარ შეჯამებას ამ კონფერენციის მუშაობის,“- განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

დღის ამბები