19 ნოემბერი 2024,   01:24
ვრცლად
3 წელი, 300-მდე პლენარული სხდომა და არცერთი განცხადება - პარლამენტში 16 მდუმარე დეპუტატია

3 წელი, 300-მდე პლენარული სხდომა და არცერთი განცხადება - პარლამენტში 16 დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის შემდეგ, სიტყვით საერთოდ არ გამოსულა. მდუმარე დეპუტატების 75 პროცენტი მაჟორიტარია.

კვლევას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აქვეყნებს. დოკუმენტის მიხედვით, მდუმარე დეპუტატების რაოდენობა 2018 წელს უფრო მეტი - 30 იყო.

მდუმარე დეპუტატებიდან 12 კიდევ ერთ სიაში მოხვდა - კანონმდებლებში, რომლებსაც კავშირი აქვთ ბიზნესთან. საერთო ჯამში, ბიზნესთან კავშირი 150-დან 115 დეპუტატს აქვს. მათ შორის არიან ოპოზიციის წევრებიც, თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი ბიზნეს ნუსხა ივლიანე წულაიას აღმოაჩინა.

კვლევის საქმიან ნაწილში მოხვდა ეკა ბესელია, რომელიც ყველაზე აქტიური დეპუტატების სათავეშია. „ქართული ოცნებიდან“ ამ ჩამონათვალში მოხვდა ანრი ოხანაშვილი, „ევროპული საქართველოდან“ ზურაბ ჭიაბერაშვილი, „ნაციონალური მოძრაობიდან“ კი რომან გოცირიძე.

კვლევის მიხედვით ყველაზე მეტი შეკითხვა სხვადასხვა უწყებას ხათუნა გოგორიშვილმა დაუსვა. „გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევა აჩვენებს, რომ 2018 წელს სხდომების გაცდენის პრობლემა ისევ აქტუალური იყო - მხოლოდ ოჯახური მიზეზით 1500 გაცდენა დაფიქსირდა. გამცდენთა სათავეში ოპოზიციაა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველომ ტექნიკურთან ერთად, შინაარსობრივი მონაცემებიც გააანალიზა. ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად დაპირისპირება, სიძულვილის ენა და აგრესია რჩება.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის გარდა, ორგანიზაცია პოზიტიურად კიდევ რამდენიმე მოვლენას აფასებს, მათ შორისაა ახალი რეგლამენტი, დეპუტატთა ეთიკის კოდექსი და ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის შესახებ მიღებული კანონი.

დღის ამბები