19 ნოემბერი 2024,   01:24
ვრცლად
ხელით დაფარული თვალი, მუდამ გაგვახსენებს ტკივილს, ცისფერებს და დამნაშავე პარტიებს - სიძულვილის ენა "ოცნების" განცხადებებში

„ჟესტი - ხელით დაფარული თვალი, მუდამ გაგვახსენებს ტკივილს, ცისფერებს და დამნაშავე პარტიებს, ასევე გახარიას და პოლიციელთა გმირობას!“ - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ წევრს ეკუთვნის. ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, ალექსანდრე ახალაძე  ამბობს, რომ დათხრილი თვალი შინაგან საქმეთა მინისტრის სიძლიერესა და პოლიციელების გმირობასთან ასოცირდება.

ახალაძე იყო ერთ-ერთი პოლიტიკოსი, რომელიც ასევე „ქართული ოცების“ წევრს, ნანა კოსტავას იცავდა, რომელმაც სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტს სალომე ბარკერს დის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ დასცინა, ხოლო ტელეწამყვან მაია ასათიანს შვილის გარდაცვალების შემდეგ, სოციალური ქსელით მიმართა, რომ ეს იყო სასჯელი, რომელიც ღმერთმა მოუვლინა.

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატის სკანდალური გზავნილები და აქციაზე თვალგამოთხრილი ადამიანების შეურაცხყოფა ქუთაისში პროტესტის ახალი მიზეზი გახდა.

სოციალურ ქსელში დაწერილი შეურაცხმყოფელი პოსტის გამო საზოგადოების კრიტიკა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემაც დაიმსახურა. ”ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის“ - ამ პოსტის გამო, ლევან ონიანმა მწვავედ გააკრიტიკეს. საკრებულოს თავმჯდომარე ჟურნალისტების კითხვებს დაემალა.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის პრესამსახურის თანამშრომლებმა კი განმარტეს, რომ ლევან ონიანმა პოსტში ჟურნალისტი ინგა გრიგოლია არ იგულისხმა.

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები