ხატია დეკანოიძეს საქალაქო სასამართლოში მივიდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება. დეკანოიძე სასამართლოში ადვოკატ ალეკო მგელაძესთან ერთად მივიდა.
ოპოზიციის ლიდერი სხდომის გახსნის შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან შეკითხვებს საჯაროდ უპასუხოს.
ასევე, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს გუშინ საღამოს გუბაზ სანიკიძე.
ოპოზიციის ლიდერები, ხატია დეკანოიძე, გუბაზ სანიკიძე, ირაკლი ღლონტი და ბაჩუკი ქარდავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოკითხვაზე გუშინ დაიბარა. ისინი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სტატუსით არიან დაბარებულები, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.