ვინ იყო აქციაზე, ვინც სამოქალაქო სახელით "რუსთავი 2-ის" დახურვას მოითხოვდა. „კურიერმა“ გაარკვია, რომ უდიდესი ნაწილი, ვინც აქციაზე იდგა, საჯარო მოხელე იყო. ისინი ჯგუფ-ჯგუფად მოიყვანეს და ტელევიზიის დახურვის მოთხოვნას ახმოვანებდნენ.
ადამიანი, რომელიც ჯერ ორი დღის განმავლობაში სამაუწყებლო კომპანიასთან გამართულ აქციაზე იდგა და „რუსთავი 2-ში" შეჭრით იმუქრებოდა, "კურიერის" გადამღებ ჯგუფს აგრესიულად შეხვდა. ეს
ერთ-ერთი, ვინც აგრესიულობით გამოირჩეოდა და „რუსთავი 2-ში" შეჭრით იმუქრებოდა, ბოლნისის მერიის კომუნალური მეურნეობის დირექტორი, შმაგი სვანიძეა. ის ამბობს, რომ აქციის დროს შვებულებაში იყო.
რუსთაველზე გამართულ აქციას კი შმაგი სვანიძე არ დასწრებია. ის აქციის მოთხოვნას შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის შესახებ კატეგორიულად არ ეთანხმება.
დგინდება, რომ ბოლნისიდან საჯარო მოხელეები ორგანიზებულად წამოიყვანეს და წინასწარ გააფრთხილეს, ვის, რა უნდა ეთქვა, მათ შორის იყო გიორგი გაბიძაშვილი - ბოლნისის სადეზინფექციო სამსახურის დირექტორი. ის ამბობს, რომ თბილისში შემთხვევით მოხვდა.
აქციაზე მყოფი გიორგი ცხოვრებაშვილი კი ბოლნისის მერიის შპს გამწვანების სამსახურის უფროსია. ბოლნისში ჩასულ „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს ის დაემალა.
აქციაზე იმყოფებოდა ასევე რონალდ ფრუიძე, ბოლნისის სტადიონების გაერთიანებების დირექტორი.
„რუსთავი 2-თან" გამართული აქციის ორგანიზებასთან დაკავშირებით „კურიერთან“ საუბარს თავი აარიდა ბოლნისის მერმა.
„რუსთავი 2-თან" ორი დღის განმავლობაში გამართულ აქციაზე საჯარო მოხელეები მარნეულიდანაც იყვნენ. მერიის და საკრებულოს თანამშრომლები, რომლებიც აქციაზე აქტიურობდნენ, დღეს კამერის წინ არც აქ საუბრობენ.
რუსული მედია "რუსთავი 2-თან" მიმდინარე აქციის შესახებ ახალ ამბებს ელვის სისწრაფით გადასცემდა. მთავარი გზავნილი ერთი იყო - პუტინის გინების გამო ხალხი აღშფოთდა და ტელევიზიის შენობასთან მასშტაბურ აქციას მართვადა.
გარდა საჯარო უწყებებში დასაქმებული პირებისა, გუშინ "რუსთავი 2-თან" გამართულ აქციაზე ასევე იყვნენ კრიმინალური წარსულის მქონე პირები. მაგალითად, აქციაზე იყო ლევან გრემელაშვილი, მეტსახელად „ცეტა“, რომელიც პოლიციელის მკვლელობის მცდელობისთვის იყო გასამართლებული. გარდა ამისა, იყო ვანო სეფიაშვილი „ქართული ოცნების“ აქტივისტი ყვარელში, მეტსახელად „ქარიშხალა“.