ვლადიმერ პუტინის ვერსია საქართველოს ისტორიის შესახებ - ოკუპანტი ქვეყნის მცდელობა, გააყალბოს საქართველოს ისტორია. ვლადიმერ პუტინმა, მედიასთან ინტერვიუს დროს, საქართველოს და რუსეთის ისტორიის ცოდნის დემონსტრირება კონკრეტული მესიჯებით დაამთავრდა.
ისტორიის მისი ვერსიის მიხედვით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, საქართველო კი აგრესორი მეზობელია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩაგრავდა ამ ერებს.
ქართველ მწერლებს პუტინის განცხადება ისტორიის შესახებ არ გაჰკვირვებიათ. ახალგაზრდა მოღვაწეები ფიქრობენ, რომ ეს ყველა თაობის სახადია, მანამ, სანამ ქვეყანა რუსეთისგან საბოლოოდ არ გათავისუფლება.
ოკუპაციის მკვლევარი, ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა ისტორია ცუდად არ იცის. მისი თქმით, ეს არის საინფორმაციო ომის ნაწილი, რომელიც რუსეთის სახელმწიფოდან მუდმივად მომდინარეობს.
პუტინის მესიჯებიდან განსაკუთრებულად ცინიკურია საქართველოს დადანაშაულება საკუთარი ისტორიული მიწა-წყლის, აფხაზეთის ოკუპაციაში.
აფხაზეთის საქართველოსადმი კუთვნილების უტყუარ მტკიცებულებად, აფხაზეთის ტერიტორიაზე დარჩენილი ქართული კულტურაა. ქრისტიანული ტაძრები, სამოქალაქო თუ სამხედრო ციხე-გალავნები, კულინარია და ა.შ.
პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” მდივანი, გიორგი კანდელაკი რუსების მიერ საქართველოს ოკუპაციას კარგად იცნობს. ის ამბობს, რომ პუტინის მორიგი სამარცხვინო და საშიში ტყუილი, აფხაზეთის გასაბჭოებას ეხება.