19 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა - „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატები უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შეხვდებიან

რა დარღვევებით მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების შერჩევა - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატები უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებისგან დღეს მიიღებენ.

ე.წ ამბოხებული დეპუტატები ამბობენ, რომ ხელისუფლება ყველანაირი მეთოდით ცდილობს, სასამართლოში დატოვოს კლანის წევრი მოსამართლეები და ამ ფორმით სრულად აკონტროლოს სისტემა.

Image result for ლევან გოგიჩაიშვილი„ჩვენ ვიცით, რომ იწყება გასაუბრებები შემდგომ კვირაში, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთხოვეთ, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა და ბიძინა გეგიძემ, ქალბატონ ანა დოლიძეს და ნაზი ჯანეზაშვილს  მობრძანებულიყვნენ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ კლანს, ბიძინა ივანიშვილს, საკუთარი კანდიდატები არ გავაყვანინოთ. უნდა შევეცადოთ იმიტომ, რომ რასაც ის აკეთებს ამ პროცესით, ეს არის ფაქტობრივად დემოკრატიისთვის ფეხის მოტეხვა,“-ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების განცხადებით კი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურა იმდენად სერიოზული დარღვევების ფონზე მიმდინარეობს, რომ აუცილებელია ის საერთოდ გაუქმდეს.

Image result for ანა დოლიძე„იუსტიციის საბჭოს უმრავლესობა, ის რასაც ჩვენ მაფიას ან კლანს ვეძახით, სავარაუდოდ, წინასწარ შეთანხმდა, რომელიც კანდიდატები გავლენ ფინალში. მსგავსი გარიგებები არის სახელმწიფოებრივად ძალიან სერიოზული საფრთხის მომცველი. კენჭისყრაში მონაწილეობს სიძე და მისი ნათესავი. ირაკლი შენგელია და ლევან თევზაძე მოსამართლე და არც ერთს არ აქვს დისკომფორტი. ყველაფერი ეს აუცილებელია, რომ იცოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრებმა,“-განაცხადა ანა დოლიძემ.

დღის ამბები