19 ნოემბერი 2024,   01:44
ვრცლად
"გახარია წადი", "არა ოკუპაციას"- პრემიერს ვარიანში პროტესტით დახვდნენ

"გახარია წადი", "არა ოკუპაციას" - ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლმუზეუმში ღონისძიება, რომელში პრემიერი მონაწილეობდა, საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა. 

აქციის მონაწილეები პრემიერს ტრანსფრანატებით დახვდნენ და 20 ივნისის ღამის გამო პროტესტს ახვეული თვალით გამოხატავდნენ.

ისინი საქართველოს პრემიერს, შს მინისტრის დაუყოვნებლივ გადაყენებასა და ყველა იმ პირის დასჯას სთხოვენ, ვინც 20 ივნისის სისხლიან დარბევაში მონაწილეობა მიიღო.

აქციის მონაწილეებმა სახლ-მუზეუმთან საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. 

 „ღამის კოშმარად მოველანდებით მმართველ ძალას“ - ამბობენ აქციის მონაწილეები. მათი თქმით, სანამ შს მინისტრი არ გადადგება არ აპირებენ აქციების შეწყვეტას.

აქციის მონაწილეები მამუკა ბახტაძეს მშიშარას და სამარცხვინოს უწოდებენ, რადგან მათი თქმით, პრემიერმა იაკობ გოგებაშვილის სახლმუზეუმთან შეკრებილ მოქალაქეებთან შეხვედრა ვერ გაბედა.

„პრემიერმა ისიც ვერ გაბედა, რომ ცალთვალში მაინც შემოეხედა. სამარცხვინოა და არ იმსახურებს, რომ ქართველ ერს წინ მიუძღოდეს“-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

დღის ამბები