19 ნოემბერი 2024,   01:50
ვრცლად
პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გერმანიაში ქართველ სტუდენტებს უწიგნურები და გაუნათლებლები უწოდა

გერმანიაში, საქართველოს პრეზიდენტისა და ქართველის სტუდენტების შეხვედრა, ინციდენტით დასრულდა. სალომე ზურაბიშვილი სასტუმრო სოფიტელში, იმ ქართველ ემიგრანტებს შეხვდა, რომლებიც გერმანიაში სამეცნიერო საქმიანობას ეწევიან ან სწავლობენ. 

მონაწილეების ინფორმაციით, შეხვედრა 14 ივლისს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე შედგა. 

დისკუსიის პირველი ნაწილი ეხებოდა საქართველოში განათლების სისტემის რეფორმას ეხებოდა. საუბრის მეორე ნაწილში კი სტუდენტემა კითხვები საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპაციის, საზღვრების დაცვის და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე დასვეს. 

შეხვედრის მონაწილე სტუდენტები და სამეცნიერო სფეროში მოღვაწე ახალგაზრდები ამბობენ, რომ რომ საუბრის მშვიდი და კორექტული ტონი რადიკალურად შეიცვალა ირაკლი დავალაძის კითხვის შემდეგ - არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი. ვითარება კი მას შემდეგ გამწვავდა, რაც გიორგი ხიმშიაშვილი დაინტერესდა, რატომ არ მოახდინა ისეთივე მყისიერი რეაგირება პრეზიდენტმა ძალადობრივი ჯგუფების თბილისის ქუჩებში გამოჩენისას, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით თუ ოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, როგორც ეს მოახდინა ჟურნალისტ გაბუნიას პერფორმანსთან დაკავშირებით.

როგორც შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, პრეზიდენტმა მოუწოდა შეკითხვის ავტორს მაინცადამაინც ნუ გამოეკიდებოდა განცხადებებს და რომ მან, 2017 წლის შემდეგ ბევრ რამეზე შეიცვალა აზრი, მათ შორის ამ საკითხებზეც.

შემდეგი შეკითხვა კი ეხებოდა პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ საზღვრების გამორკვევის საკითხს, რომელსაც მოჰყვა გარეჯთან დაკავშირებული ინციდენტი. ამ შეკითხვაზე პასუხისას პრეზიდენტამ განაცხადა, რომ შეხვედრის მონაწილეები ძალიან აგრესიულები არიან მის მიმართ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წევრმა კი დამსწრეებს მეტი წიგნიერებისკენ მოუწოდა, ხოლო მათი აქტიურობა პარტიული მიკუთვნებულობით ახსნა. შეხვედრის ერთ-ერთ მონაწილეს კი  "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან მუდმივი სატელეფონო კომუნიკაცია დააბრალა . ადმინისტრაციის თანამშრომლის ამ შეფასებებს დარბაზში მღელვარება მოჰყვა. პრეზიდენტმა შეხვედრა დატოვა. 

„მათ შურდათ მოესმინათ პრეზიდენტისგან შეფასება ამ აქციის, მათ სურდათ მოესმინათ პრეზიდენტისგან რას ფიქრობს ის რუსეთზე. საქმე ეხებოდა ასევე დავით გარეჯის პრობლემას. მოგვიწოდა, რომ გვესაუბრა დოკუმენტებით და არა ზეპირად, გვენახა მისი განცხადებები, თუმცა მისი აი, ამ შენიშვნის შემდეგ შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილე გოგონამ, ნინო იმნაძემ პრეზიდენტს წაუკითხა მისივე განცხადება 2017 წლის, სადაც იგი ნატოს წვრთნებს საქართველოში აფასებს ნეგატიურ მოვლენად და გეოპოლიტიკურ საფრთხედ. თუმცა ამ განცხადებაზე პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს იყო ადრე და ახლა აზრი შეიცვალა, ბევრ რაღაცას გადახედა და ახლა სხვა ადამიანია. თუმცა ამ კითხვას უფრო მწვავე კითხვები მოჰყვა და საქმეში ჩაერთო პრეზიდენტის თანხმლები პირთაგან ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც არ წარგვიდგინეს და ამ ქალბატონმა დამსწრეებს გაუნათლებლები და უწიგნურები უწოდა და ბრალი დასდო მათ პარტიულ ანგაჟირებაში. ხმაურის შემდეგ პრეზიდენტმა და მისმა ამალამ დატოვა შეხვედრა დამშვიდობების გარეშე, მაგრამ სანამ დატოვებდა ჩემმა მეგობარმა, ბატონმა ხიმშიაშვილმა და მე განვახორციელეთ ეს ჟესტი, რომლითაც გამოვხატეთ ჩვენი პროტესტი. მით უმეტეს მე პირადად მაქვს ორმაგი პროტესტი. პირველი, რომ თავად მეც მაღიზიანებს ჩვენი მოქმედი მთავრობის რაღაცა რუსეთუმე და რუსოფობიური პოლიტიკა, რომელიც დიდი ხანია გრძელდება საქართველოში და მეორე მხრივ, არ მსურს, რომ ჩემს შვილს თვალი ამოთხარონ იმიტომ, რომ მან რაღაც გააპროტესტა. მინდოდა მეკითხა ქალბატონი პრეზიდენტისთვის ბოლოსკენ, თუმცა არ დამცალდა, ხომ არ აპირებს ის მოინახულოს ზუსტად მიუნჰენში მყოფი ის გოგონა, რომელსაც ამ აქციების დროს გამოთხარეს ერთი თვალი,“- მირიან გამრეკელიშვილი.

 

 

 

დღის ამბები