19 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
ვუქმნით რუსეთს სივრცეს, რომ გამარჯვებულად გამოჩნდეს - ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ ერთხელ უცხადებენ მხარდაჭერას და მოუწოდებენ რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება.

განცხადებები „კურიერის“ შეკითხვის პასუხად ბრიუსელში გაკეთდა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგი შეხვედრა იმართება.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო უწყებების წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების საქმის კურსში არიან და აცხადებენ, რომ მიმდინარე პროტესტი მოქალაქეებს აზრის გამოხატვის საშუალებას აძლევს.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მიროსლავ ლაიჩაკი აღნიშნავს, რომ დემონსტრაციები კანონის ჩარჩოებში უნდა ტარდებოდეს, ხოლო ხელისუფლებამ შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს.

ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ლინას ლინკევიჩუსმა აღნიშნა, რომ რუსეთი 2008 წლის შემდეგ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს. მისივე თქმით, არ არის პოზიტიური, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში კვლავაც დააბრუნეს რუსეთის დელეგაცია.

„2008 წლის შემდეგ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, არაფერი არ შეცვლილა. სამწუხაროდ, ჩვენი საქციელიც ყოველთვის არ არის თანმიმდევრული. გაუგებარია, რატომ დააბრუნეს რუსეთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ჩვენ ვუქმნით რუსეთს სივრცეს, რომ გამარჯვებულად გამოჩნდეს, ეს თავად რუსეთისთვისაც არ არის სტიმული, რომ შეცვალოს სულ მცირე რიტორიკა, თუ არა ქმედებები,“ - განაცხადა ლინკევიჩუსმა.

ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა კვლავაც გრძელდება. დღეს დღის წესრიგში არის მოლდოვას საგარეო უწყების ხელმძღვანელთან.

დღის ამბები