19 ნოემბერი 2024,   01:56
ვრცლად
„ნებისმიერი კვლევის შედეგების პასუხი არის არჩევნები"- "ოცნება" IRI-ის პოლიტიკური კვლევის შედეგებს აფასებს

„ნებისმიერი კვლევის შედეგების პასუხი არის არჩევნები“-ასეთია მმართველი გუნდის შეფასება IRI-ის პოლიტიკური კვლევის შედეგებზე. რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ  შუალედურ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ძალიან მაღალი რეიტინგი, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხი მმართველ გუნდს ენდობა. 

„ჩვენი მოსახლეობა ენდობა "ქართულ ოცნებას", მაგრამ ეს ნდობა ჩვენთვის არის ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა. არ მიყვარს საუბარი დოკუმენტებზე რომელსაც უშუალოდ არ ვარ გაცნობილი. მე შემიძლია ამ შემთხვევაში განწყობაზე ვილაპარაკო მაგრამ შინაარსის სიღრმეში ვერ შევალ. აქედან გამომდინარე ჩემთვის როდესაც კვლევაზე და საზოგადოების ნდობაზე არის საუბარია ვფიქრობ, რომ ყველაზე უტყუარი ამისი ფაქტი არის ის შუალედური არჩევნები რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ ჩატარდა ჩვენს ქვეყანაში,“-განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

"კურიერმა" მოიპოვა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის შედეგები, რომელიც ჯერ IRI არ გაუსაჯაროებია და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გააცნო. კვლევა 15 ივნისამდე, გავრილოვის ღამემდე 5 დღით ადრეა ჩატარებული და მისი მიხედვით, "ქართული ოცნების" მხარდაჭერა 26% არ აღემატება. მაშინ, როცა გაერთიანებული ოპოზიციის რეიტინგი 22%-ია, “ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” რეიტინგი 7%-ია. "პატრიოტთა ალიანსის" 5%, "ლეიბორისტული პარტიისა" ასევე 5%. დანარჩენი პარტიების რეიტინგი 2% და ქვევითაა. თუმცა ამ მონაცემებით, ოპოზიციური ხმები უკვე 39%-ს აღწევს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები