"პატრიოტთა ალიანსი" რუსეთში არაფორმალური ვიზიტით იმყოფება. პარტიის წამომადგენლები შეხვედრებს მართავენ, რომელთაგანაც ერთ-ერთს რუსეთის სათათბიროს დეპუტატი ლეონიდ კალაშნიკოვიც დაესწრო. საუბრის თემა საქართველოში სერგეი გავრილოვის ვიზიტი და მის გარშემო განვითრებული მოვლენებია. როგორც "პატრიოტთა ალიანსის" წევრებთან შეხვედრისას ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რუსეთი მზადაა შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზე დაიწყოს საუბარი, თუ საქართველოს ხელისუფლება ამისთვის მზად იქნება.
„რუსეთი მზადაა ყველანაირად იმოძრაოს შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის მიმართულებით და ეს მე ვიცი, მაგრამ რუსეთი ამას გააკეთებს თუ სრულად დარწმუნებული ვიქნებით, რომ ამისთვის მზად საქართველოც ხელისუფლებაც იქნება,”-განაცხადა ლეონიდ კალაშნიკოვმა.