19 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
გავრილოვის სისხლიანი ღამე - მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ სპეცსაშუალებების გამოყენებაზე არაფერი იცოდა

20 ივნისის სისხლიანი მოვლენებიდან ოცდამეექვსე დღესაც ხელისუფლებას ის სტანდარტული პასუხი აქვს, რაც 21 ივნისს ჰქონდა - მიმდინარეობს გამოძიება. დღეს პრემიერმა ისევ ვერ გასცა მედიას პასუხი, რატომ არ სჯიან იმ სამართალდამცველებს, ვინც მომიტინგეებს სისხლიანი ღამე მოუწყო დამიზნებით ესროდა, სცემდა და ქუჩა-ქუჩა დასდევდა.

ერთადერთი, რაც დღეს მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებთან საუბარში მკაფიოდ განმარტა, არის ის ფაქტი, რომ მან არაფერი იცოდა პოლიციის მიერ სპეცსაშუალებების გამოყენების გადაწყვეტილებაზე. ბახტაძის ამ განცხადებების შემდეგ, ოპოზიციამ კიდევ უფრო ხმამაღლა მოითხოვა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ არც შინაგან საქმეთა სამინისტრო და არც მთლიანად "ქართული ოცნება," არ აპირებენ გამოიძიონ, ვინ გასცა გავრილოვის ღამეს სისხლიანი ანგარიშსწორების ბრძანება. 

დღის ამბები