სალომე ზურაბიშვილი ახალ სკანდალში ეხვევა. ქვეყნის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია მიუნხენში გამართულ შეხვედრაზე ქართველი ახალგაზრდებს დაუპირისპირდნენ. კონფლიქტი ახალგაზრდების კითხვებმა გამოიწვია - გავრილოვის სისხლიანი ღამე, დავით გარეჯის პრობლემა და პრეზიდენტის განცხადებები ნატო-სა და შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით იყო ის თემები, რომლებზეც შეხვედრის მონაწილეები ქვეყნის პირველი პირისგან პასუხებს ელოდნენ, მაგრამ პასუხების ნაცვლად, ქართველ სტუდენტებს გაუნათლებელი და უწიგნურები უწოდეს. პროტესტის ნიშნად კი სალომე ზურაბიშვილმა 20 ივნისის სისხლიანი ღამის სიმბოლოდ ქცეული ჟესტი მიიღო. სტუდენტებმა პროტესტი ერთ თვალზე ხელის აფარებით გამოხატეს.
სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა გამომშვიდობების გარეშე დატოვა. მიუნხენში სტუდენტებთან გამართული ხმაურიანი შეხვედრის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მასალა მეორე დღის ბოლოს გაავრცელა. მასალა მხოლოდ დამონტაჟებული კადრებისგან შედგება და შეხვედრაზე მომხდარს არ ასახავს.