19 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
"შემთხვევით მოხვდა მიტინგზე" - შტურმით პარლამენტში შეჭრის მცდელობისთვის დაკავებულები ბრალის წარდგენას ელოდებიან

20 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით დაკავებულები ბრალის წარდგენას ელოდებიან. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. 4 დაკავებულს შორის არის ვატო გელაშვილი, ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი. გამოძიება ამტკიცებს, რომ გელაშვილი და მასთან ერთად კიდევ 3 პირი ორგანიზებულად შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას. დაკავებულებს წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატი მოინახულებს.

„ვატო გელაშვილი იყენებს დუმილის უფლებას. დღეს მოხდება ბრალის წარდგენა. შემდგომ დაცვის მხარეს გადაეცემა ყველა ის მტკიცებულება, რომელიც გამოძიებამ ბრალის წარდგენისთვის ჩათვალა საკმარისად და მხოლოდ შემეძლება ვრცელი კომენტარის გაკეთება დაკავებულის პოზიციასთან და საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით,“-ამბობს გელაშვილის ადვოკატი თამარ თედლიაშვილი.

კიდევ ერთი დაკავებულის, კახა ღავთაძის დედა ამბობს, რომ მისი შვილი მომიტინგეებს შორის შემთხვევით მოხვდა.  

„იმ დღეს შემთხვევით მოხვდა მიტინგზე. იყო ქორწილისთვის რაღაცეების მოსაგვარებლად. წინა პოზიციაზე როგორ მოხვდა აზრზე არ ვარ, ამბობდა მინდოდა, რამდენიმე პოლიციელი, რომელთათვისაც შეიძლებოდა ადამიანებს რამე დაეშავებინათ გამოვარიდე კორდონიდანო,“-ამბობს კახა ღავთაძის დედა, შორენა ბიწაძე.

დღის ამბები