19 ნოემბერი 2024,   01:32
ვრცლად
ვალდებული არიან გააფრთხილონ აქციის მონაწილეები - ეკა ბესელია შსს-ს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს

ეკა ბესელია შსს-ს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. პარლამენტის წევრი შს მინისტრის მოადგილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ ივნისის ღამეს მომიტინგეები დაშლასთან დაკავშირებით არ გაუფრთხილებიათ.

ბესელია ამბობს, რომ საგამოძიებო უწყება ვალდებულია დაშლამდე გააფრთხილოს მონაწილეები. მათ შორის იმის თაობაზე, თუ რა საშუალებების გამოყენებით იგეგმება მიტინგის დაშლა.

„თუ ამბობს მინისტრის მოადგილე, რომ ვერ მოხერხდებოდა იმ აბობოქრებულ მასაში და იმ შეხლა-შემოხლის და ფიზიკური ჩხუბის დროს გაფრთხილება, ეს ნიშნავს იმას, რომ დაშვება მოხდა იმისა, რომ არ გააფრთხილეს აქციის მონაწილეები რომ გამოიყენებდნენ სპეციალურ საშუალებას. ამის გამართლება არ შეიძლება, იმიტომ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ის, ვინც იყენებს სპეციალურ საშუალებებს, კანონში წერია, ვალდებულია, გააფრთხილოს აქციის მონაწილეები. მსხვერპლი შეიძლება ყოფილიყო ნაკლები, გაფრთხილებას სწორედ ეს ეფექტი აქვს. რას იყენებს აფრთხილებ აქციის მონაწილეს და შეიძლება მან დატოვოს ის ტერიტორია და ამას აქვს კანონის თანახმად სავალდებულო ძალა,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შს მინისტრის მოადგილე აღიარებს, რომ 20 ივნისის ღამეს მომიტინგეები არ გაუფრთხილებიათ. კახა საბანაძე ipn-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ პარლამენტის წინ დაძაბული ვითარების გამო მშვიდობიანი მომიტინგეების გაფრთხილების დრო არ ჰქონდათ.

საბანაძის ეს განცხადება ეწინააღმდეგება გიორგი გახარიას ტელე ინტერვიუს, სადაც პირველი პოლიციელი ამბობდა, რომ გადაწყვეტილების შემდეგ აქციის მონაწილეები 4-ჯერ გააფრთხილეს. გახარიას მოადგილე იმასაც აცხადებს, რომ 20 ივნისის რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მომიტინგეები არ დაზარალებულან.

დღის ამბები