19 ნოემბერი 2024,   01:28
ვრცლად
რუსეთში ტურიზმის რეკლამირებისთვის დახარჯულ მილიონობით ლარს საქართველოს პრემიერმინისტრი ამართლებს

რუსეთში ტურიზმის რეკლამირებისთვის დახარჯულ მილიონობით ლარს საქართველოს პრემიერმინისტრი ამართლებს. საქმე ეხება „ბიზნესმედიას“ მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც, 2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით სახელმწიფო ბიუჯეტიდან რუსეთში 13 მილიონი ლარი დაიხარჯა ტურიზმის ადმინისტრირების მიზნით. ყველაზე მეტი თანხა კი 2018 წელს დაიხარჯა. ამ მიმართულებით გამოყოფილი იყო 16 მილიონი, საიდანაც 6 მილიონი სწორედ რუსეთზე მოდის.

 მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ მთავრობას ამ თანხებთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, რამაც ქვეყანაში სამუშაო ადგილები შექმნა.

„როდესაც სახელმწიფო აწარმოებს მარკეტინგულ კამპანიას, აუცილებელია, რომ ჩვენ შევხედოთ უკუგებას, თითოეულ ინვესტირებულ თანხაზე რაოდენობას. წელს ჩვენ სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბიუჯეტის ფოკუსი მთლიანად გადასულიყო ახალ ბაზრებზე, ვინაიდან ეს ბაზარი ისედაც ძალიან აქტიურად ვითარდებოდა. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან ამან საშუალება მისცა საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს, დაეწყო მცირე და საშუალო ბიზნესი და შეექმნა სამუშაო ადგილები,“ - განაცხადა ბახტაძემ.

დღის ამბები