19 ნოემბერი 2024,   01:53
ვრცლად
კოალიციური მთავრობა „ოცნების“ გარეშე, რატომაც არა - ნინო ჯანგირაშვილი

IRI-ის კვლევას, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“ ოპოზიციურ პარტიებთან ჯამური მაჩვენებლით, აგებს, ტელეკომპანია „კავკასიას“ გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ეხმაურება.

ჯანგირაშვილის თქმით, კვლევის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ აქვს. თუმცა, ჯანგირაშვილი ვარაუდობს, რომ არჩევნებზე "ქართული ოცნება" 30 პროცენტზე მეტს ვერ აიღებს. 

ჯანგირაშვილი 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლასა და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე საუბრობს. ჯანგირაშვილის თქმით, ქვეყანას „იმპერატორი“ არ სჭირდება.

ჯანგირაშვილის განცხადებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ვერ მოხდება მიუხედავად იმისა, რომ მოსყიდვების მცდელობები იქნება.

„ეს შეიძლება ნიშნავდეს კოალიციურ მთავრობას „ოცნების“ გარეშე, რატომაც არა და შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ „ოცნების“ გარეშეც იყოს კოალიცია, უბრალოდ, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება შემდგომ ერთ წელზე. მაგალითად, დღემდე ეს კომპლექსი არის, რომ „ნაციონალებთან“ ერთად მე არაფერს არ შევქმნი, არსად არ დავდგები, მაგრამ „ოცნება“ ისეთი ტემპებით მიდის, რომ 2020-ში შესაძლოა, „ოცნების“ გვერდში დადგომა უფრო სირცხვილი იყოს, ვფიქრობ, რომ უკვე ასეა,“ - განაცხადა ჯანგირაშვილმა.

დღის ამბები