რომ ვინმემ გაბედოს და პროპორციული უკან წაიღოს, ის იქნება ქვეყნის მტერი და ხალხი მოექცევა, როგორც ქვეყნის მტერს - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ გააკეთა.
გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ მოსახლეობა 20 ივნისის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვრის, პროპორციული არჩევნების გაუქმებას, არ დაუშვებს.
„მაშინ რევოლუცია მოხდება ქვეყანაში და ამაში დამნაშავე იქნება ბიძინა ივანიშვილი, თუ ეგ გააკეთა. დღევანდელ ვითარებაში, რომ ვინმემ გაბედოს და პროპორციული უკან წაიღოს, ის იქნება ამ ქვეყნის მტერი და ეს ხალხი მოექცევა, როგორც ქვეყნის მტერს, წერტილი. აქ ორი აზრი არ არსებობს, 20 ივნისის მერე უკან დახევა, ვილაპარაკე და უი, აღარ გამოდის პროპორციული შუა გზაში, „ქართული ოცნება“ გადაყვება ამას,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.