19 ნოემბერი 2024,   01:24
ვრცლად
ივანიშვილი არის მეფისნაცვალი, პუტინის დასმული - ოპოზიცია "ქართული ოცნების" ლიდერს აკრიტიკებს

ივანიშვილი არის მეფისნაცვალი აქ, პუტინის დასმულია პირდაპირ - ეს განცხადება „ლეიბორისტული პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი გუგავამ გააკეთა.

გუგავას მოსაზრებას, რომ ივანიშვილი პრორუსული ძალის წარმომადგენელია, ნინო ჯანგირაშვილი იზიარებს. მისი თქმით, ეს დადასტურდა 20 ივნისის შემდეგ.

ამ მოსაზრებას არმაზ ახვლედიანიც იზირებს. კოლეგების მოსაზრებას არ იზიარებს დავით უსუფაშვილი, რომელიც ამბობს, რომ არ არის ივანიშვილი პრორუსი, უბრალოდ, ის რუსეთის დახმარებას გაიზიარებს.

ენმ-ის წევრი, აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ 20 ივნისი იყო პუტინი-ივანიშვილის ერთიანი ოპერაცია, რომ პროდასავლური განწყობა „გადაეტეხათ“.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, უგულავა ამბობს, რომ ივანიშვილი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით რუსეთთანაც ითანამშრომლებს.

„ივანიშვილს სხვა რესურსი არ დარჩა გარდა იმისა, რომ ღია ალიანსში შევიდეს რუსეთთან და ეს იქნება კატასტროფა,“ - განაცხადა უგულავამ.

ივანიშვილის რუსეთთან კავშირები თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა თვალსაჩინო რომ გახადა, ამაზე საუბრობს გიორგი გუგავა.

„ჩვენ რუსები ივანიშვილის სახით უნდა დავამარცხოთ ქვეყანაში, ეს არის ამოცანა,“ - ამბობს გუგავა. გუგავა 2020 წლის არჩევნებზეც საუბრობს და დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდი პროცენტულად დიდ წილს ვერ აიღებს. 

გუგავა ამბობს, რომ ივანიშვილი ხელისუფლების ცვლილების დროს საკუთარ უსაფრთხოებაზე იზრუნებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები