ევროპარლამენტმა ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატს კენჭი უყარა. პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლეიენი აირჩიეს.
მან დეპუტატების მხარდაჭერა მოიპოვა. ურსულა ფონ დერ ლეიენი პირველი ქალი გახდაა, რომელიც ევროკომისიას უხელმძღვანელებს.
ფონ დერ ლეიენმა კენჭისყრამდე პარლამენტარებს მიმართა და საკუთარი გეგმები გააცნო. სიტყვით გამოსვლისას მან ილაპარაკა, როგორი პოლიტიკა ექნება ევროკომისიას სოციალურ საკითხებზე, კლიმატის ცვლილებებსა და მიგრანტებზე.