ივანიშვილი გააკეთებს ყველაფერს, რომ დარჩეს ხელისუფლებაში - ამის შესახებ განცხადება ნოდარ ხარშილაძემ გააკეთა. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი წავა ყველაფერზე, მათ შორის გაყალბებაზე. ნოდარ ხარშილაძე აცხადებს, რომ ივანიშვილს დარჩა მხოლოდ ერთი გზა, რომ შექმნას ბელორუსიის ან უზბეკეთის მსგავსი პოლიტიკური წყობა.
„ივანიშვილს შეუძლია მხოლოდ ერთი პირობით დარჩეს, თუ საქართველოსგან ის გააკეთებს პოსტსოვიეტ დიქტატურას. ეს დიქტატურა შეიძლება იყოს შემდეგნაირი, ბელორუსიის ან უზბეკეთის სახის დიქტატურა, რომელშიც ის თავს კომფორტულად გრძნობს,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
მისივე თქმით, 2020 წელს კოალიციები შედგება და ისინი სწორედ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაერთიანდებიან.
ნოდარ ხარშილაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურმა სპექტრმა და საზოგადოებამ არ უნდა მისცეს საშუალება, რომ რაც მოუნდება, ის უკან წაიღოს, მათ შორის პროპორციული სისტემაც არის.