19 ნოემბერი 2024,   01:50
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსი" თუ ყოფილი თანაგუნდელები - ვისთან შექმნის "ოცნება" კოალიციას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება. საუბარია იმ განცხადებაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ 202 წლის არჩევნებისთვის კოალიციის შექმნის შემთხვევაში, ის ითანამშრომლებს ყველასთან, ენმ-ს გარდა.

გია ვოლსკი განმარტავს, რომ ბიძინა ივანიშვილს არ უგულისხმია მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა." მან თქვა ის, რომ არ ითანამშრომლებს არც ერთ პარტიასთან, რომელსაც რაიმე კავშირი აქვს ან ენმ-სთან ან წინა ხელისუფლებასთან.

„ენმ, ამ შემთხვევაში არ იგულისხმება კონკრეტული პარტია, აქ იგულისხმება პარტიული ჯგუფები, თუნდაც კონკრეტული ადამიანები, რომლებიც იგივე პათოსით არიან გამსჭვალულები, რომ რაც შეიძლება მეტი ზარალი და ზიანი მიაყენონ ქვეყანას იმისთვის რომ იქნებ დაიმკვიდრონ და აღიდგინონ გავლენა ამ ქვეყანაში. აჯანყების პარტიასთან თანამშრომლობა და მეგობრობა კატეგორიულად გამორიცხულია,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვისთან აპირებს „ქართული ოცნება“ კოალიციის შექმნას, ამ კითხვაზე გია ვოლსკი პირდაპირ არ პასუხობს. ის არ აკონკრეტებს იქნებიან თუ არა „ქართული ოცნების“ კოალიციაში გუნდის ყოფილი წევრები, რომლებიც მმართველ გუნდს გამოეყვნენ და ახლა ცდილობენ პოლიტიკურ არენაზე ახალი პარტიებით შემოსვლას, ან „პატრიოტთა ალიანსი.“

„პარტიები გამოჩნდება, ბარიერი დაწეულია და ვნახოთ. შეიქმნება, არსებობს პარტიები და ის რჩება, თუ ეს რჩება, სასკანდალო თემებთან მიმართებაში კონკრეტულ მედიასაშუალებებს აქვს თავისი დამოკიდებულება და იგივე პოლიტიკური პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ იდეაა, რომ როგორმე გვარები წამოიწიოს, როგორმე კონკრეტიკა იყოს ამ პასუხებში რაღა ამისგან ააგონ თავისი ამოცანები,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

დღის ამბები