„შენების მოძრაობის“ თავმჯდომარე არ აპირებს 2020 წლის არჩევნებზე „ქართულ ოცნებასთან“ ან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიცია შექმნას. როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, საუბარი ამ თემაზე მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება თუ ენმ 2003 წლის ღირებულებებს და პრინციპებს დაუბრუნდება და ასევე მოიქცევა ოცნებაც.
„მე ვიყავი 2003 წლის ცვლილებების თანამონაწილეც და 2012 წლის ცვლილებების თანამონაწილეც. მე ვრჩები ამ ორივე მნიშვნელოვანი ცვლილების პრინციპების და დანაპირების ერთგული. ამიტომ ახლა თუ ვინმე ცდილობს რამე დაიბევოს ჩემგან, რომ აბა აქეთ იქნები თუ იქით იქნები, მე იქით ვეუბნები. მე იქვე ვარ სადაც ვიდექი. დაბრუნდით 2003 წლის ღირებულებებზე და პრინციპებზე პატივცემულო „ნაციონალურო მოძრაობავ“, დაბრუნდი 2012 წლის ღირებულებებზე და პრინციპებზე პატივცემულო „ოცნებავ“. და მერე ვილაპარაკოთ შეიძლება თუ არა ჩვენ ერთად ვიყოთ რაიმე კოალიციაში,“-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით პროპორციული არჩევნების შემთხვევაში ერთ კონკრეტულ პარტიას გამარჯვების მოპოვება გაუჭირდება ამიტომ მან კოალიციის შექმნის ალბათობა არ გამორიცხა. მისივე თქმით ის ითანამშრომლებს ყველასთან გარდა ნაციონალური მოძრაობისა.