მუქარა და კრემლის ახალი დირექტივა "ოცნების" ხელისუფლებას - მოსკოვის მთავარი სამიზნე „რუსთავი 2“, ანტისაოკუპაციო მოძრაობა და პროდასავლური ოპოზიციაა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიამიმოსვლის აღდგენის სანაცვლოდ, საქართველოს ხელისუფლებას 3 პირობას წაუყენა: დასაჯოს „რუსთავი 2“, შეავიწროვოს პროდასავლური ოპოზიცია და დაშალოს ანტისაოკუპაციო მიტინგი.
სერგეი ლავროვის მოთხოვნის შესასრულებლად, საქართველოს ხელისუფლება სამ საათზე ოდნავ მეტი დასჭირდა. ბათუმში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე პარტიის ლიდერი თავად ჩავიდა. ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საზოგადოების წინაშე არც გავრილოვის ღამის, არც ახალგაზრდების დევნისა და დასახიჩრების შემდეგ არ გამოჩენილა, ლავროვის მოწოდებას პირადად გამოეხმაურა და „რუსთავი 2“-იც დაგმო, მისი წამყვანებიც და ტელეარხის წინააღმდეგ სრული სიზუსტით გამოიყენა იგივე სიტყვები, რომელიც ლავროვის ინსტრუქციებში იყო.
„ოცნება“ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე, ლავროვი გარანტიებს ითხოვს, რომ პროდასავლური ძალების მთავარი პლატფორმა საქართველოში განადგურებული იქნება.
ოპოზიციურ ძალები ამბობენ, რომ ამ სინქრონული განცხადებების ფონზე უკვე აღარავისთვის აღარ არის შეკითხვა, რომ „ქართული ოცნება“ დღეს რუსეთიდან იმართება.
კრემლი ებრძვის ყოველგვარ პროდასავლურს საქართველოში. პოლიტიკურ ძალებს, ანტირუსული აქციების ორგანიზატორ ახალ თაობას და ყველაზე მძლავრ ტელეარხს. ამიტომ პუტინი და ლავროვი ღია ომზე გადავიდნენ.
სერგეი ლავროვი ერთადერთი რუსი პოლიტიკოსი არ არის, რომელიც „რუსთავის 2“-ის დაგმობას და დასჯას ითხოვს. ყველაზე კრიტიკული ტელეარხის დახურვის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, განცხადება ევროსაბჭოში რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა, სლონიდ ლუცკიმ გააკეთა.