19 ნოემბერი 2024,   01:31
ვრცლად
IRI: გამოკითხულთა 35% - "ქართული ოცნების" მიღწევა არაფერი

IRI-ის გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ "ქართულ ოცნების" ხელისუფლებას საერთოდ არ აქვს არანაირი მიღწევა. კითხვაზე, რა არის ამჟამინდელი ხელისუფლების მთავარი მიღწევა, 35% პასუხობს, რომ არაფერი.

ბევრად უფრო ნაკლები - 15% ამბობს, რომ მოქმედი ხელისუფლების უდიდესი მიღწევა ჯანდაცვის სისტემაა. მიუხედავად ამისა, დავით სერგეენკო მინისტრის თანამდებობას აღარ იკავებს.

კითხვაზე, რა არის ამჟამინდელი ხელისუფლების მთავარი მიღწევა, პასუხები დეტალურად ასე გადანაწილდა:

არაფერი 35%

ჯანდაცვა 15%

უვიზო რეჟიმი ევროპასთან 4%

სიტყვის თავისუფლება 4%

ინფრასტრუქტურა 3%

როგორც ხედავთ, სხვა მიღწევები 5%-იან ნიშნულსაც კი ვერ აღწევს.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევის სრული შედეგები ოფიციალურად გამოქვეყნებამდე „კურიერმა“ მოიპოვა. IRI-ის კვლევის შედეგები საზოგადოების უკმაყოფილებაზე მიანიშნეს.

დღის ამბები