IRI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, ჯერ კიდევ გავრილოვის ღამემდე გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 4 პროცენტი მიიჩნევდა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის კარგი ურთიერთობაა.
გამოკითხულთა 90% მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველაზე დადებითი ურთიერთობა უკრაინასთან აქვს. რესპოდენტთა უმეტესობა ასევე მიიჩნევს, რომ ჩვენს ქვეყანას კარგი ურთიერთობა აქვს აშშ-სა და ევროკავშირთან.
კითხვაზე - მოსახლეობის აზრით, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს ყველაზე დადებითი ურთიერთობა, შედეგები ასე გადანაწილდა:
უკრაინა 90%
აშშ 87%
ევროკავშირი 87%
თურქეთი 72%
სომხეთი 66%
ჩინეთი 58%
აზერბაიჯანი 56%
ირანი 45%
რუსეთი 4%.
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევის სრული შედეგები ოფიციალურად გამოქვეყნებამდე „კურიერმა“ მოიპოვა.