19 ნოემბერი 2024,   01:41
ვრცლად
20 ივნისის სისხლიანი დარბევა - ომბუდსმენი ბრძანების გამცემი პირების დადგენას ითხოვს

ვინ გასცა 20 ივნისის დემონსტრაციის დარბევის ბრძანება და რა ინსტრუქციით მოქმედებდა სპეცდანიშნულების რაზმი - ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც სახალხო დამცველს აქვს. ნინო ლომჯარიას განცხადებით, გამოძიებამ უნდა გამოკვეთოს სრულყოფილი სურათი და არ უნდა შემოიფარგლოს ცალკეული შემთხვევებით. ომბუდსმენის თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს ვინ გასცა ბრძანება და ვინ არის პასუხისმგებელი იმ მოვლენებზე რაც 20-21 ივნისის ღამეს მოხდა.

გამოძიების დეტალები სახალხო დამცველმა დღეს ამ თემაზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოსთან ერთად განიხილა. საბჭოს შემადგენლობაში მესამე სექტორის წარმომადგენლები შედიან. ისინი უერთდებიან ომბუდსმენის მოთხოვნებს და ამბობენ, რომ გამოძიებამ უნდა შეძლოს მათშორის მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის გამოვლენა.

ეს იყო პირველი შემთხვევა რომელიც ნინო ლომჯარიამ 20 ივნისის საქმის მასალების გაცნობის შემდეგ საკონსულტაციო საბჭოსთან გამართა. 

დღის ამბები