19 ნოემბერი 2024,   01:33
ვრცლად
პოლიციის საქმიანობის პოზიტიური შეფასება წინა წლებთან შედარებით გაუარესდა

IRI-ის კვლევის მიხედვით, 7 წლის წინანდელ მონაცემთან შედარებით, პოლიციის საქმიანობის პოზიტიური შეფასება დაცემულია. 7 წლის წინ, 2012 წლის ივლისში პოლიციას დადებითად 90% აფასებდა, მას შემდეგ რეიტინგმა ვარდნა დაიწყო და პატრულის რეფორმამდე არსებულ მაჩვენებლამდე ჩამოვიდა. პოლიციას ედუარდ შევარდნაძის დროინდელი რეპუტაცია უბრუნდება.

IRI-ის კვლევის მიხედვით, პოლიციის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 52% აფასებს, ხოლო - 38% უარყოფითად. თუმცა მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით გაუარესებულია.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევა 20 ივნისამდეა ჩატარებული.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევის სრული შედეგები ოფიციალურად გამოქვეყნებამდე „კურიერმა“ მოიპოვა.

დღის ამბები