19 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
მოსკოვი დაინტერესებულია თბილისთან ურთიერთობის ნორმალიზებით - გრიგორი კარასინი

კომპრომისი ულტიმატუმის შემდეგ -  გრიგორი კარასინი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებაზე ალაპარაკდა. კარასინმა მაღალი რანგის მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოაცხადა. ამის შესახებ ლავროვის მოადგილემ გამოცემა "Известия" განუცხადა.

კარასინის განცხადებით,  უვიზო მიმოსვლისა და ავიაკავშირის  აღსადგენად კრემლში საქართველოს ხელისუფლებისგან საღი აზრის გამოვლინებას რუსოფობიული კამპანიების შეწყვეტას და რუსეთის მოქალაქეებისთვის ე.წ. საფრთხის გაქრობას მოითხოვენ. 

"Известия"-ს ცნობით, საქართველოს პარლამენტში გამოცემას განუცხადეს, რომ კარგად აცნობიერებენ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ანტირუსული განწყობის შემცირების აუცილებლობას.

დღის ამბები