19 ნოემბერი 2024,   01:31
ვრცლად
არალოგიკურია ევროპულმა ინსტიტუციამ, საქართველოში დასავლეთის მთავარ დასაყრდენს, "რუსთავი2"-ს უთხრას "არა" - ნიკა გვარამია

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი დარწმუნებულია, რომ ევროპული სასამართლო სამაუწყებლო კომპანიის წინააღმდეგ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

ნიკა გვარამიას განცხადებით, ლოგიკას არ ექვემდებარება დასავლური ღირებულებების სამაუწყებლო კომპანიას, დასავლურმა ინსტიტუციამ "არა" უთხრას.

გვარამია მოუწოდებს ყველა პატრიოტს, მოსწონთ და უყვართ თუ არა "რუსთავი 2," დღეს 12:00 საათიდან ტელეკომპანიის ეზოში მივიდნენ.  

„ევროპულმა, ანუ დასავლურმა ინსტიტუციამ რამდენად შეიძლება და რამდენად ლოგიკურია, რომ ამ ქვეყანაში დასავლეთის მთავარ დასაყრდენს, თან მოსაგებ საქმეზე უთხრას, რომ - "არა." ლოგიკა სად არის? - არ არის.

"მე ვფიქრობ, რომ ყველა პატრიოტის, იმის მიუხედავად მოსწონს თუ არა "რუსთავი 2" ადგილი არის აქ. მოდით, ერთად ვიზეიმოთ და კარგ სიმღერებსაც მოგასმენინებთ,“-ამბობს ნიკა გვარამია.

დღის ამბები