ვაზაგაშვილი-შანავა საქართველოს წინააღმდეგ - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს 50 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გამოაცხადა.
„ვაზაგაშვილი-შანავა საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც სიცოცხლის უფლებას ეხებოდა. ეს საქმე სრულად დასრულდა სახელმწიფოს მარცხით. როგორც მკვლელობის ნაწილში, ასევე, ამ საქმის არაეფექტურად და გაჭიანურებულ ვადებში გამოძიების გამო და ოჯახის სასარგებლოდ სახელმწიფოს დაეკისრა 50 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
სტრასბურგის სასამართლოში საქმე სიცოცხლის უფლების ხელყოფისთვის - ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მეორე მუხლით იყო გასაჩივრებული.