19 ნოემბერი 2024,   01:42
ვრცლად
ასე საქართველოს რეალობას აცდენილი გადაწყვეტილება არ მინახავს და ალბათ ვეღარასოდეს ვეღარ ვნახავ -გრიგოლ ვაშაძე "რუსთავი 2"-ის საქმეზე

ოპოზიცია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ მას არასდროს უნახავს რეალობას აცდენილი ამგვარი გადაწყვეტილება. გრიგოლ ვაშაძის თქმით, "რუსთავი 2" ყოველთვის ასრულებდა როლს, რომელიც ვერც ერთმა ტელევიზიამ ვერ შეძლო და ეს იყო სიტყვის თავისუფლება.

„არასოდეს არც ერთი ევროპული სტრუქტურის ობიექტურობაში ეჭვი არ შემიტანია და არც ახლა ვაპირებ მაგრამ ასე საქართველოს და საერთოდ რეგიონალურ რეალობას აცდენილი გადაწყვეტილება არ მინახია და ალბათ ვეღარასოდეს ვეღარ ვნახავ. მინდა გაერთიანებული ოპოზიციის და საერთოდ ყველა ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებს მივმართო რომ ჩვენი ბრძოლა ან დასრულდა ან ყურები უნდა ჩამოვყაროთ, სასოწარკვეთილებას მივეცეთ. იმიტომ რომ ეს იმ არჩევნებში გამარჯვების შემადგენელი ნაწილია რომელიც ე.წ. ხელისუფლებამ მშვენივრად იცის ძალიან მალე დადგება. რაც შეეხება რუსთავი 2 -ს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იყო ამ არხის მფლობელი, არ აქვს მნიშვნელობა ვინ აგებდა პასუხს საინფორმაციო მაუწყებლობაზე, ყოველთვის ეს ტელევიზია ასრულებდა როლს, რომელიც ვერც ერთმა სხვა ტელევიზიამ, მიუხედავად ყველა მცდელობისა და დაფინანსებისა ვერ შეასრულა. ეს იყო უპირველეს ყოვლისა სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე დგომა. ეს იყო კორუფციის, ნეპოტიზმის,  უძრაობის, ქვეყნის ერთ ადგილას გაყინვის და ქვეყნის ღირსების გაყიდვის წინააღმდეგ ბრძოლა,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

დღის ამბები