ბრძოლა გრძელდება - ამის შესახებ განცხადება, "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხატია დეკანოიძემ გააკეთა. ენმ-ს წევრი აცხადებს, რომ ხელისუფლება 7 წელი ცდილობდა "რუსთავი 2" დაეხურა. მისივე თქმით, ყველასთვის ისედაც ცნობილია, რომ ქიბარ ხალვაშის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი.
„ჩვენ საზოგადოებას კარგად მოეხსენება ვინ დგას ქიბარ ხალვაშის უკან, ეს არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, ქართული ოცნება, საქართველოს ხელისუფლება, რომელიც მიზანმიმართულად მთელი ამ შვიდი წლის მანძილზე ცდილობს დახუროს რუსთავი 2. მიითვისოს რუსთავი 2 და ამით მიითვისოს თავისუფალი სიტყვის ძალიან მნიშვნელოვანი პროდასავლური პლატფორმა. რა საკვირველია გააჩუმოს პროდასავლური პარტიები, გააჩუმოს ცალკეული ადამიანები, რომელსაც არ მოსწონს ამ ქვეყანაში გამეფებული კორუფცია და ბიძინა ივანიშვილის მსახური სახელმწიფო ინსტიტუტები. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ამ ქვეყანაში გადამწყვეტი. ბიძინა ივანიშვილი ვერ განსაზღვრავს როგორ უნდა იცხოვროს ქართველმა ხალხმა. ბიძინა ივანიშვილის უნდა ესმოდეს, რეჟიმს უნდა ესმოდეს, რომ კონსტიტუციით ხალხი არის ხელისუფლების წყარო და ხალხი როგორც განსაზღვრავს ისე ინება და ამ ქვეყანაში ძალიან ბევრს ადამიანს არ მოსწონს ის პოლიტიკა, ის ყურმოჭრილი მონობა რომელსაც სახელმწიფო სამსახურები ქიბარ ხალვაშებით ახორციელებენ. მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია რომ ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება,“-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.