"ეროვნულ დემოკრატიული" პარტიის ლიდერი დარწმუნებულია რომ ხელისუფლება ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის ჩახშობას ვერ შეძლებს.
ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ თუ კი გააჩუმებენ "რუსთავი 2"-ს , გაჩნდება ახალი რუსთავი 2 და ეს გაგრძელდება იქამდე სანამ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არ დასრულდება.
„"რუსთავი 2" -ის ფაქტობრივად ხალვაშისთვის გადაცემა იმ მიზნისთვის კეთდება, რომ ოპოზიციას და ზოგადად თავისუფალ საზოგადოებას შეეზღუდოს ხმის ამოღება და ხალხი არ იყოს საქმის კურსში თუ რა ხდება ქვეყანაში და რა უბედურებასთან გვაქვს საქმე. რომ არა რუსთავი 2 შეიძლება არ გვცოდნოდა, რომ ფაქტიურად საქართველომ დასავლური ორბიტიდან საკმაოდ ღრმად შეტოპა ჩრდილოურ ორბიტაზე. ივანიშვილი ამ ქვეყანას აბარებს რუსეთს. იმიტომაც არის სინქრონულად იმუშავეს რუსეთმა, საგარეო უწყებამ რუსეთის, ბიძინა ივანიშვილმა. სამწუხაროა, რომ დემოკრატიული სამყაროს ისეთმა ინსტიტუტმა როგორიც არის სტრასბურგის სასამართლო მიიღო ასეთი გადაწყეტილება. საბჭოთა რეჟიმს ქართველი ხალხი ებრძოდა ა4 ფორმატის პროკლამაციებით და ერთგვერდიანი გაზეთებით. და ეს საბჭოთა რეჟიმი დაემხო და დღეს საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. გვიპირებენ უკან შეგვაბრუნონ მაგრამ ვერ მოხერხდება ეს. ბევრი რუსთავი 2 გაჩნდება ქვეყანაში,“-განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.