ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე ხელისუფლებას მოუწოდებს დაელოდოს "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ სამართლებრივი პროცედურების საბოლოო დასრულებას და არ მიმართოს ძალადობას.
რომან გოცირიძის განცხადებით, სტრასბურგმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, რამაც შექმნა იმის შესაძლებლობა რომ "რუსთავი 2" საკუთარ რუპორად გადააქციოს ხელისუფლებამ
„ხელისუფლებამ არ უნდა მიმართოს ძალადობას. აუცილებლად უნდა დაელოდოს სამართლებრივ პროცედურებს. იქნება რა თქმა უნდა გასაჩივრებული. სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყევტილება იყო უსამართლო და სამწუხაროდ როგორც ჩანს ამ სტრუქტურებშიც ხდება შეცდომები. სამწუხაროდ შეეცდებიან რომ რუსთავი 2 გადააქციონ მორიგ სახელისუფლებო რუპორად. მორიგი GDS-ი იქნება და ეს არის ქართველი ერის წინაშე ჩადენილი დანაშაული. რაც შეეხება დანარჩენ პროცესებს, პოლიტიკური ცხოვრება და საზოგადოებრივი ცხოვრება გრძელდება. ციფრული ეპოქაა. გაჩნდებიან სხვა ტელევიზიები,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.