„ასე ადვილი არ არის "რუსთავი 2"-ის დამარცხება“-ამის შესახებ განცხადება, „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი წერეთელმა გააკეთა. მისი თქმით, ახლა არა მარტო სამართლებრივ ბრძოლაზეა საუბარი არამედ თავად თავისუფლების იდეისთვის.
„რუსთავი 2 წლების განმავლობაში არის ერთ-ერთი მთავარი წყარო ობიექტური ინფორმაციის. განსხვავებული აზრის როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ ამიტომ მე ვიმედოვნებ რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება. არა მარტო სამართლებრივ ბრძოლაზეა საუბარი, არამედ ზოგადად იმ იდეისთვის რასაც თავისუფალი სიტყვა და დემოკრატია ჰქვია. აი ამ პერიოდში როცა იქნება სამართლებრივი დავაც უნდა იყოს მთავარი ამოცანა, რომ ეს მედია საშუალება შენარჩუნდეს,“-განაცხადა გიგი წერეთელმა.