„სასწორზე არის ისეთი ფუნდამენტური ღირებულება, როგორიც არის სიტყვის თავისუფლება, კრიტიკის უფლება,“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა „კურიერის“ პირდაპირ ეთერში "რუსთავი 2-თან" დაკავშირებით განაცხადა. სერგო რატიანის თქმით, ხელისუფლება ძალიან ცდილობს, რადგან კრიტიკული აზრის გაჩუმება უნდა.
„დღეს როგორც მოქმედებს ხელისუფლება, ჩანს, რომ მას ეს კამპანია იმისთვის სჭირდებოდა, რომ თქვენ არ დაგინახოთ ეთერში, როგორც გამოიყურებით, დაჭრილი ხართ გახარიას მიერ, ხელისუფლების მიერ, მაშინ, როცა ასრულებდით თქვენს მოვალეობას და აჩვენებდით იმას, რომ საქართველო, ახალგაზრდები, ადამიანები, რომლებიც პროტესტს გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ რუსი კომუნისტი ჩასვეს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.
სერგო რატიანი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
"ის, რა გადაწყვეტილებაც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ არის რეალობა, ამას ჩვენ ვიღებთ, თუმცა აქ არის ორი გარემოება, პირველი, რომ ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როცა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები შემდგომში განსაჯა როგორც არასწორი გადაწყევტილება, მეორე - შეიძლება, იყო უარესი, პრობლემიანი გადაწყვეტილებები, ისტორიამ შეიძლება შეაფასა, როგორც პრობლემური და არის საშუალება გასაჩივრების,“ - განაცხადა რატიანმა