არ ვგეგმავთ საკადრო ცვლილებებს - ეს განცხადება, პაატა სალიამ ჟურნალისტებთან გააკეთა. პაატა სალია სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ში" მივიდა. მისი თქმით, "რუსთავი 2-ში" საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს. მისი თქმით, სურს, რომ არხის მენეჯმენტს გაესაუბროს.
პაატა სალიას განცხადებით, „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი არ შეიცვლება.
ცოტა ხნის წინ საჯარო რეესტრმა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალიას დანიშვნა დაადასტურა.